დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სხვადასხვა პროექტთან ერთად სტანისლავსკის ქუჩის N9-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორია 2000 კვ.მ ფართობს შეადგენს და სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ეწყობა დეკორატიული ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე. განთავსდება საპარკე ინვენტარი, ასევე, გაკეთდება სავარჯიშო ზონა და გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. პროექტის ღირებულება 330 000 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.