სმარტფონი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ჩვენს საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე.
სმარტფონის შერჩევა არც ისე მარტივია, მითუმეტეს, ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია. შესაძლოა ეს პროცესი დამღლელადაც მოგეჩვენოს, თუ არ იცი საიდან დაიწყო არჩევა და რა ტექნიკურ დეტალებზე გაამახვილო ყურადღება.
ოპერაციული სისტემა:
ყურადღება მიაქციე ტელეფონის ოპერაციულ სისტემას. სმარტფონებში ორი ტიპის ოპერაციულ სისტემას ვხვდებით
● Android - უფასო, ღია წყაროებზე დაფუძნებული მობილური ოპერაციული სისტემაა, რომელიც გთავაზობს პერსონალიზაციის უფრო მეტ ვარიანტს
● iOS - მობილური ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Apple-ის მიერ სპეციალურად Apple-ის მოწყობილობებისთვის.
რომელია შენი ფავორიტი?
სმარტფონის ბიუჯეტი:
სმარტფონის შერჩევისას, აუცილებელია, განსაზღვრო რამდენი ლარის დახარჯვის სურვილი გაქვს. სმარტფონები ხელმისაწვდომია ფასების ფართო დიაპაზონში, ბიუჯეტური ვარიანტებიდან დაწყებული პრემიუმ ფლაგმანი მოწყობილობებით დამთავრებული.
ტექნიკური მახასიათებლები:
ყურადღება მიაქციე ისეთ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა პროცესორი (სიჩქარისა და შესრულებისთვის), ოპერატიული მეხსიერება, შიდა მეხსიერების მოცულობა (აპლიკაციებისთვის, ფოტოებისთვის და ვიდეოებისთვის), ელემენტის ხანგრძლივობას და კამერის ხარისხს.
1. ეკრანის ზომა და ტექნოლოგია:
რა ზომის ეკრანია შენთვის უფრო მოსახერხებელი? შედარებით პატარა მოდელების არჩევანს გვთავაზობს კომპანია Apple და Samsung, ხოლო მასიურ წარმოებაში უფრო დიდი ზომის ეკრანები გვხვდება. ფართო ეკრანი შესანიშნავია მედიის მოხმარებისთვის და თამაშებისთვის, ხოლო პატარა ეკრანები უფრო მეტად პორტატულია.
მიაქციე ყურადღება სმარტფონის ეკრანის ტექნოლოგიას, გარჩევადობას, სიკაშკაშეს და ფერის სიზუსტეს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხარისხიან გამოსახულებას.
2. სმარტფონის კამერა:
თუ ფოტოგრაფია გიტაცებს, უპირატესობა მიანიჭე მაღალი ხარისხის კამერის მქონე სმარტფონის მოდელებს. კამერის ლინზა (ფართოკუთხა, ტელეფოტო, მაკრო), მეგაპიქსელების რაოდენობა, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია და ზუმი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფოტოების გადასაღებად.
3. ელემენტის ხანგრძლივობა:
რაც უფრო მძლავრია ელემენტი მით მეტი გამძლეობა აქვს მთელი დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ გეიმერი ხარ, პროცესორის პარალელურად, სწორედ ელემენტის ხანგრძლივობას უნდა მიაქციო ერთ-ერთი მთავარი ყურადღება.
4. დაკავშირება:
უკონტატო გადახდებისთვის, მიაქციე ყურადღება, რომ ტელეფონს ჰქონდეს NFC. ეს ფუნქცია ბევრ მოდელში არ გვხვდება, ამიტომ ამ კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებელზე ყურადღების გამახვილება, აგარიდებს თავიდან იმედგაცრუებას.
5. სმარტფონის მასალა და დიზაინი:
სმარტფონის მაღალბიუჯეტურ მოდელებში, მაგალითად, iPhone 15-ის და Samsung-ის S24 სერიის მოდელებში გამოყენებულია ტიტანის მასალა, რაც პრემიუმ ხარისხის მასალად მიიჩნევა და მობილური ტელეფონიც შედარებით უფრო მსუბუქია.
6. რომელი ბრენდის სმარტფონი ჯობია?
დღეს ბაზარზე სმარტფონების მწარმოებელი არაერთ ბრენდს შევხვდებით. აირჩიე ბრენდი, რომელსაც მეტად ენდობი და სანდო რეპუტაცია აქვს. არ დაგავიწყდეს, რომ აქ მოგიწევს გადაწყვეტა პროგრამული უზრუნველყოფის კუთხითაც, რადგან, Apple მხოლოდ iOS პროგრამულ უზრუნველყოფას გთავაზობს.
ამა თუ იმ მოდელს შორის არჩევანის გასაკეთებლად, კი გაეცანი მომხმარებელთა შეფასებებს, გამოცდილებასა და რეკომენდაციებს სანდო წყაროებიდან.
განიხილე, ასევე, ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა შენთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგალითად, წყლისადმი მდგრადობა, გაფართოებადი მეხსიერება, ყურსასმენის პორტის ხელმისაწვდომობა, სტერეო დინამიკები, ბიომეტრული ავტორიზაცია და სხვა.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეარჩევ სმარტფონს, რომელიც ზუსტად შენს ინტერესებთან და ცხოვრების სტილთან შესაფერისია.