თერაპევტთან ვიზიტი შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა სიტუაციაში, იქნება ეს სხვადასხვა სახის ტკივილი, ნებისმიერი სახის დისკომფორტი, მოძრაობის შეზღუდვა ან თუნდაც დაზიანებების პრევენცია და საკუთარი ფიზიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება. დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ საიტს: rehabilitation.ge
რამდენიმე გავრცელებული მდგომარეობა,რომლის დროსაც მიმართავენ ფიზიოთერაპევტს არის:
- მწვავე ან ქრონიკული ტკივილი
თუ გაქვთ ტკივილი ტრავმის ან რაიმე ქრონიკული დაავადების გამო,თერაპევტს შეუძლია შეაფასოს მდგომარეობა და შეიმუშავოს თქვენზე მორგებული სამკურნალო გეგმა.ისეთი თერაპიები,როგორიცაა ელექტროთერაპია,ულტრაბგერითი თერაპია,დარტყმით-ტალღოვანი თერაპია და ა. შ.ძალიან სასარგებლოა ქრონიკული ტკივილის სამართავად.
- სპორტული დაზიანებები
ისეთი დაზიანებების დროს,როგორიცაა მყესების დაჭიმულობა ან რღვევა,კუნთის დაჭიმვა,ტენდინიტი,სახსრის დისლოკაცია,მენისკის დაზიანება,ბურსიტი, ფიზიოთერაპევტის მიერ ხდება სპეციფიკური ვარჯიშების პროგრამისა და თერაპიული ტექნიკების შერჩევა,რაც ხელს უწყობს სწრაფი აღდგენის პროცესს.
- პოსტოპერაციული რეაბილიტაცია
სხვადასხვა ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ ფიზიოთერაპია აღდგენის განუყოფელი ნაწილია.
- ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები
ოსტეოართრიტის,რევმატოდიული ართრიტის,ტენდინიტის,ბურსიტის დროს ფიზიოთერაპია დაგეხმარებათ სიმპტომების მართვასა და სახსრების მობილობის გაუმჯობესებაში.
- ნევროლოგიური დაზიანებები
ინსულტის გაფანტული სკლეროზის,პარკინსონის დაავადების, ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტებისთვის თერაპევტთან ვიზიტები ძალების აღმდგენ და კოორდინაციის გასაუმჯობესებელ როლს ასრულებს.
- პედიატრიული მდგომარეობები
განვითარების დარღვევები,ცერებრალური დამბლა,პედიატრიული ორთოპედიული დაზიანებები და ა.შ.
- გერიატრიული ზრუნვა
ფიზიოთერაპიით ხანდაზმულებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ბალანსთან, მობილურობასთან და ასაკთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვები.შედეგად, შეძლებენ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და აიმაღლონ ცხოვრების ხარისხი.
რატომ არის საჭირო ფიზიოთერაპიის ჩატარება?
ფიზიოთერაპიის ჩატარება ეფექტურია შემდეგი მიზეზების გამო:
- ამცირებს ტკივილს
- აუმჯობესებს მოქნილობას
- აუმჯობესებს ზოგად ფუნქციონირებას
- პოსტოპერაციულ პერიოდში უზრუნველოფს სწრაფი აღდგენას
- ამცირებს შემდგომი დაზიანების რისკებს
- მისი საშუალებით შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების სიმპტომების მართვა
- აუმჯობესებს ბალანსს და ა.შ