ფიზიკური თერაპია მედიცინის დარგია, რომელიც ფოკუსირებულია ფიზიკური მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების შეფასება,დიაგნოზსა და მკურნალობაზე. ფიზიკური თერაპევტები მუშაობენ ნებისმიერი ასაკის პაციენტთან, რათა ხელი შეუწყონ ფიზიკური ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენას.
ფიზიკური თერაპიის ძირითადი მიზნებია ტკივილის შემსუბუქება, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა, ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესება და ა.შ. ეწვიეთ რეაბილიტაციის ცენტრის საიტს და მიიღეთ მეტი ინფორმაცია.
რომელი მდგომარეობების დროს გამოიყენება ფიზიოთერაპია?
ფიზიოთერაპია ეფექტურია სიმპტომების მართვის, შემსუბუქებისა და ფართო სპექტრის ფიზიკური დაზიანებების სამკურნალოდ. ფიზიოთერაპიის ძირითადი როლია:
- მწვავე და ქრონიკული მდგომარეობების მართვა
- ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება
- ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია
- პაციენტისა და ოჯახის წევრების განათლება
თერაპევტებს შეუძლიათ შემდეგი მდგომარეობების მკურნალობა:
- კარდიორესპირატორული დაავადებების პრევენცია, რეაბილიტაცია გულისა და ფილტვების დაავადებების დროს.(მაგ: ასთმა,ფქოდი)
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი:მკურნალობა და პრევენცია ისეთი მდგომარეობების როგორიცაა ზურგის ტკივილი,კისრის ტკივილი,კუნთის დაჭიმულობა,ტენდინიტი და სხვა.
- ნევროლოგიური: ფუნქციური და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ნევროლოგიური დაზიანებების დროს-ინსულტი,გაფანტული სკლეროზი,პარკინსონის დაავადება,ტვინის ტრავმული დაზიანება და ა.შ .
- ქალთა ჯანმრთელობა:მენჯის ფსკერის დისფუნქცია,ორსულობასთან დაკავშირებული ზურგის ტკივილი,მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია.
- ტკივილის მართვა:ქრონიკული ტკივილი, შაკიკი და სხვა.
- სპორტული დაზიანებები:მყესებისა და კუნთების დაზიანება,ტვინის შერყევა და სხვა.
- ორთოპედია:მოტეხილობები,პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაცია,ოსტეოპოროზი და სხვა
რა ინტერვენციებს იყენებს თერაპევტი?
თერაპევტები სხვადასხვა სამკურნალო ტექნიკას იყენებენ,მისი არჩევა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარებაზე.ყველაზე გავრცელებული მეთოდებია:
- ელექტროთერაპია
- ულტრაბგერითი თერაპია
- ლაზეროთერაპია
- სამკურნალო ვარჯიში
- ტკივილის მართვის სტრატეგიები
- ჰიდროთერაპია და ა.შ
ფიზიკური თერაპიის ჩატარება გერმანული პრემიუმ ბრენდების Zimmer-ისა და Physiomed-ის უახლესი აპარატურით „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი.ადგილზედაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა დარეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული
გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას
ქუჩაზე მდებარეობს.ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55