პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

„ქრონიკის“ ინფორმაცია დადასტურდა - სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა. ის ქარტიაზე ხელმოწერას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება მომავალ პარლამენტში იკისროს.

„გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. შევადგინე და წარმოგიდგენთ „ქართულ ქარტიას“.

ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში. ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი არჩევნები, სხვანაირი მთავრობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჯერ კიდევ გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი დღეს "ერთიანი პლატფორმის შესახებ" მემორანდუმს გამოაქვეყნებდნენ - როგორც თავად საუბარში აცხადებენ გეგმა "დიდი მეგობრებისგან" მიიღეს და პოლიტიკურ პარტიებს უნდა შესთავაზონ გარკვეული ვადა ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად. მემორანდუმში იქნება სხვადასხვა პუნქტები, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ სააარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში. ასევე მიდის მსჯელობა, ამ ეტაპზე უნდა მიეთითოს თუ არა სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად პრეზიდენტის პოსტზე. რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს, რაც მემორანდუმში მითითებული არ იქნება, განიხილებიან მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე. არ გამორიცხავენ სხვა კანდიდატის არსებობასაც. ასევე გმედიაში გავრცელებული ინფრომაციით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსულტაციებს პარტიებთან ოფიციალურად აწარმოებს ეკა ბესელია.
ქრონიკის ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობისა და სალომე ზურაბიშვილის გეგმამ მცირეოდენო ცვლილებები განიცადა. მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილმა დააანონსოს "ერთობის პლატფორმის” შექმნა, სადაც საუბარი აღარ იქნება ერთიან საარჩევნო სიაზე და ეს გეგმა გადავადდება. ზურაბიშვილი აპირებს პარტიებს წარუდგინოს ქარტია, რომელშიც საუბარი იქნება, რომ მომავალი საპარლამებტო არჩევნების მიზანი იქნება დროებითი პარლამენტის არჩევა, რომელიც ასევე დროებით მთავრობას ჩამოაყალიბებს, რაზეც ჩაიწერება, რომ დროებით მთავრობას საზოგადოებრივი და პროფესიონალი კადრებით დააკომპლექტებენ და არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. ეს გადაწყვეტილება მათივე თქმით, გამოიწვია კვლევების შედეგებმა, რომლის მიხედვიტაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოებაში დაბალი რიტინგი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარვე იციან, რომელი პარტიები აწერენ ხელს ამ დოკუმენტს, პარტიებს მიეცემათ რამდენიმედღიანი ვადა დოკუმენტზე ხელმოსაწერად. ამის შემდეგ კი იგეგმება დოკუმენტის ბრიუსელში წარდგენა და თუ ახლო მომავალში საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნება, უნდა მოხდეს ამ დოკუმენტთან სალომე ზურაბიშვილის დაკავშირება .
ამ წუთებში, მიმდინარეობს მსჯელობა რომ ხალხზე პიარული ზემოქმედების მიზნით, პლატფორმას სიტყვა ქართული ან ეროვნული დაემატოს. როგორც თავად ამბობენ ამ მიმართულებით აგებენ.