თუ იქნება სანქცია, ეს დააზიანებს ამ [საქართველო-ამერიკის] ურთიერთობას და არა პირადად მე, ან სხვას, - ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებას.
„სუვერენულ სახელმწიფოზე შეტევა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიღოთ კანონი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ რამეს ითვალისწინებს, გამჭვირვალობას. აღმოჩნდა, რომ გამჭვირვალობა საქართველოში დემოკრატიის დამასამარებელია, მათი [უცხოელი პარტნიორების] განცხადებების მიხედვით.
ჩვენ არ გვინდა ნეოკოლონიალური დამოკიდებულება იყოს ჩვენს ქვეყანასთან, გვინდა, რომ იყოს ღია პარტნიორული დამოკიდებულება. არის საკითხები, რაშიც ჩვენს პარტნიორებს მოუწევთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება. თუ იქნება ასეთი [ენტონი ბლინკენის მიერ დასახელებული] სანქცია, არ დამაზიანებს პიროვნულად მე, ან სხვას, ეს დააზიანებს ამ [საქართველო-ამერიკის] ურთიერთობას, მეტს არაფერს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.