რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ და მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს.
როგორც მათ აღნიშნეს, ევროპა საქართველოს არასდროს დატოვებს მარტო. ოთხი ქვეყნის პირველი დიპლომატები თბილისში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი იყო ის, რამაც ევროპელი დიპლომატები შეაშფოთა.
ცნობისთვის უცხოელმა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები თბილისში დასრულებულია.