გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ვარდების რევოლუციისას“ ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ, ხუთი თვის შემდეგ შევედით ნატო-ში, ევროკავშირში, ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

„ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ. ხუთი თვის შემდეგ ჩვენ შევედით ნატო-ში და შემდეგ – ევროკავშირში, და ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა. ამის შემდეგ უკრაინელები დადგნენ ფეხზე ნარინჯისფერი რევოლუციის დროს და იყო შეგრძნება, რომ ახალი მომენტი დადგა დატყვევებული ერებისთვის, რომ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს თავს, ჩვენს თავისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

რამდენად არის ევროპული ღირებულება ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა - ეს კითხვა დაუსვა „ქრონიკამ“ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მისულ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს. გაირკვა, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ ფიქრობს, რომ პროტესტი მთავრობის წინააღმდეგაა.