შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძის დაკავებაზე: მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ რის საფუძველზე დააკავეს

შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძის დაკავებაზე: მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ რის საფუძველზე დააკავეს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განმარტა, თუ რის საფუძველზე დააკავეს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე.

„ნახეთ, რომ გუშინ დაკავება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რის საფუძველზე მოხდა - იარაღის, თუ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის საკითხი, თუმცა ვიცით სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. არ ვიცი, რა დავარქვა, მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ ასე არასერიოზულად აქციონ საკითხი, მგონი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ, მათ შორის, ზოგიერთმა არ მიიღოს რეალობა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

9 მაისს ბლოგერი, უჩა აბაშიძე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.