დავით ქართველიშვილი: თემურ ჭყონიას მიერ ორგანიზებული

დავით ქართველიშვილი: თემურ ჭყონიას მიერ ორგანიზებული "ფეშენ-უიკი" “რევოლუცია”-ს დევიზით მიმდინარეობს. ალბათ რაღაც "ჩე-გევარასეული" ან "რობესპიერისეული" ჰქონდა ჩაფიქრებული

“თემურ ჭყონიას მიერ ორგანიზებული "ფეშენ-უიკი" “რევოლუცია”-ს დევიზით მიმდინარეობს. ალბათ რაღაც "ჩე-გევარასეული" ან "რობესპიერისეული" ჰქონდა ჩაფიქრებული”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

“თემურ ჭყონიას მიერ ორგანიზებული "ფეშენ-უიკი" აი ამ დევიზით მიმდინარეობს. ალბათ რაღაც "ჩე-გევარასეული" ან "რობესპიერისეული" ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ცნობილი რუსი "აფორიზმოლოგის", ჩერნომირდინის არ იყოს: "გვინდოდა, რაც შეიძლება უკეთესი - გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის". რე-ევოლუცია - დეგრადაციას, გადაგვარებას ნიშნავს. როგორ გინდა, არ დაეთანხმო ჭყონიას.

კვლავ მახსენდება ქართველებთან ომში აფხაზი "გმირის", ბათალ კობახიას ცნობილი გამონათქვამი: "ქართველები - უბრალო ფაშისტები არ გეგონოთ! ისინი გაცილებით უარესები არიან! ისინი - ანტიფაშისტები არიან!". და აქაც, როგორ გინდა, არ დაეთანხმო კობახიასაც. მთავარია - მზექალა შანიძე მათ მხარესაა.”- წერს დავით ქართველიშვილი.