კახა კალაძე: ამდენი წელი იტალიაში ვიცხოვრე, ევროპაში ვცხოვრობდი და კარგად მესმის რა არის ევროპა და ევროპულობა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი

კახა კალაძე: ამდენი წელი იტალიაში ვიცხოვრე, ევროპაში ვცხოვრობდი და კარგად მესმის რა არის ევროპა და ევროპულობა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი

ამდენი წელი იტალიაში ვიცხოვრე, ევროპაში ვცხოვრობდი და კარგად მესმის რა არის ევროპა და ევროპულობა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი, - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციებს გამოეხმაურა.

„მცდელობა აქვთ, აღნიშნული აქციები შენიღბონ დემოკრატიულად, ვითომ ახალგაზრდების პროტესტად, მაგრამ რეალურად, ამის უკან დგას რადიკალური ძალები, ეს არის ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩანაწერებიც [ფარული აუდიო] მეტყველებს იმაზე, თუ რა არის მათი მზაკვრული გეგმა, რა სურვილი აქვთ და ეს ყველაფერი მხარდაჭერილია უცხოური ფონდების მიერ, რომელიც საზოგადოებამ არ იცის, ეს ყველაფერი არ არის გამჭვირვალე. ზუსტად ამის წინააღმდეგ არის მიმართული, გამჭვირვალობის კანონი, რომელიც წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება აფერხებდეს დემოკრატიას, ან აბრკოლებდეს ევროინტეგრაციას. ამდენი წელი იტალიაში ვიცხოვრე, ევროპაში ვცხოვრობდი და კარგად მესმის რა არის ევროპა და ევროპულობა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი“, - აღნიშნა კალაძემ.