„იმედის“ მფლობელი: ჟურნალისტებზე ძალადობა პრობლემაა თუ ძალადობენ ოპოზიციური არხის ჟურნალისტებზე და „იმედის“ ჟურნალისტზე ძალადობა ძალადობა არ არის?! არცერთ ელჩს არ შეუცხადებია

„იმედის“ მფლობელი: ჟურნალისტებზე ძალადობა პრობლემაა თუ ძალადობენ ოპოზიციური არხის ჟურნალისტებზე და „იმედის“ ჟურნალისტზე ძალადობა ძალადობა არ არის?! არცერთ ელჩს არ შეუცხადებია

ჟურნალისტებზე ძალადობა პრობლემაა თუ ძალადობენ ოპოზიციური არხის ჟურნალისტებზე და „იმედის“ ჟურნალისტზე ძალადობა, ძალადობა არ არის?! არცერთ ელჩს არ შეუცხადებია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ განაცხადა.

„ლგბტ მარში რომ იყო და ჟურნალისტები დაშავდნენ, ჩვენი [„იმედის“] ჟურნალისტებიც დაშავდნენ მათ შორის. ჩვენი ექვსი ჟურნალისტი დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა ხალხი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაატარეს. მადლობა ღმერთს, რომ ის ქალბატონი კარგად არის. ჟურნალისტებზე ძალადობა პრობლემაა თუ ძალადობენ ოპოზიციური არხის ჟურნალისტებზე და „იმედის“ ჟურნალისტზე ძალადობა ძალადობა არ არის?! არცერთ ელჩს არ შეუცხადებია“, - აღნიშნა რუხაძემ.