ვლადიმერ ბოჟაძე: მიუხედავად იმისა, რომ 79 წლის წინ დამარცხდა ფაშიზმი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას

ვლადიმერ ბოჟაძე: მიუხედავად იმისა, რომ 79 წლის წინ დამარცხდა ფაშიზმი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას

მიუხედავად იმისა, რომ 79 წლის წინ დამარცხდა ფაშიზმი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ამის შესახებ ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. თბილისის საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა დასადგენია, თუმცა „საზოგადოებამ არაერთხელ ნახა, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან“.

„გახსოვთ, იგივე 20 ივნისის ღამე, აპრილის აქციები, მანამდე, 2020 წლის ნოემბრის აქციები. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, იმიტომ რომ ერთადერთი გზა მათი ხელისუფლებაში დაბრუნების არის სწორედ სახელმწიფო გადატრიალების რევოლუციური, სისხლიანი სცენარი. არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, სწორედ გამჭვირვალოის კანონმა უნდა გამოააშკარაოს ის დაფინანსება, რომელსაც კონკრეტული „ენჯეოები“ და მედიასაშუალებები იღებენ იმისთვის, რომ ებრძოლონ სახელმწიფოს, ეკლესიას, ტრადიციებს, კულტურასა და იდენტობას, რომ როგორმე დაიბრუნონ ხელისუფლება.