რატი იონათამიშვილი: როგორ დაიწყო ძალადობა და ბულინგი?! პირველი იყო ელისაშვილის თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების გასაჯაროება, თუმცა, ოპოზიციასავით ტირილი არ დაგვიწყია, გვირეკავენო

რატი იონათამიშვილი: როგორ დაიწყო ძალადობა და ბულინგი?! პირველი იყო ელისაშვილის თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების გასაჯაროება, თუმცა, ოპოზიციასავით ტირილი არ დაგვიწყია, გვირეკავენო

როგორ დაიწყო ჯერ ფიზიკური, მერე ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი?! პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული, მიპარვით თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც, - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სწორედ ხელისუფლების ოპონენტებმა დაიწყეს მმართველი გუნდის წევრების ტელეფონის ნომრების საჯაროდ გაზიარება, რასაც მოჰყვა უამრავი ზარი და შეტყობინება. დეპუტატის განცხადებით რადიკალურ ოპოზიციას მსხვერპლი სჭირდება, ვინაიდან რუსული მესიჯი აღარ მუშაობს.

“როგორ დაიწყო ჯერ ფიზიკური, მერე ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი?!

პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული, მიპარვით თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც…

სატელეფონო ზარებს რაც შეეხება, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, რასაც მოყვა ასობით ზარი და მესიჯი, თუმცა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებივით ტირილი და გოდება არ დაგვიწყია, გვირეკავენო…

სხვათა შორის, შარშან, ასეთ ზარებზე მამუკა მდინარაძემ მკაცრად რომ უპასუხა, მაშინ ტვ პირველზე გამოდეს, მდინარაძე გვაგინებსო, წელს - აღარ, ეტყობა სხვა, უფრო “ვაჟკაცური” გეგმები აქვთ.

და ბოლოს, გუშინდელ ძალადობებზე. ამას აუცილებლად გამოიძიებენ. სამწუხაროდ ეს ძალიან სწრაფად არ ხდება, თუმცა პირველი გივი თარგამაძე გვახსენდება, ქათამივით რომ აკლავდნენ თავიანთ “დიად რევოლუციურ გეგმებს”. სხვა გზა არც ახლა დარჩათ, ახლაც მსხვერპლი სჭირდებათ, თორემ რუსულმა მესიჯმა აღარ იმუშავა და ხალხი აქეთ გვეუბნება, უკან არ დაიხიოთ, ეს თაღლითობა და მავნებლობა არ გაატანინოთო. ეს გვითხრა 29 აპრილს მოსულმა ორასიათასზე მეტმა ადამიანმაც!” - წერს რატი იონათამიშვილი.