დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ

დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ

დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმა ჩიქოვანს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჩიქოვანი ამბობს სახლთან „ქართული ოცნების“ „ზონდერები“ დაესხნენ თავს.

"მარტო ვიმყოფებოდი სახლთან, "ოცნების" ზონდერები დამესხნენ თავს", - ხეჩინაშვილის კლინიკაში საავადმყოფოში მიმავალი დიმა ჩიქოვანი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პირველ კომენტარს აკეთებს.

მარტო ვიმყოფებოდი, სახლთან სოლოლაკში. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ვერ მოგვერევიან. ესენი არიან მშიშრები. "ოცნების" ზონდერები დამესხნენ თავს.

კარგად ვარ, მაგრამ ეს არის ამ რეჟიმის დასასრული, ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ყველა კარგად ვიქნებით და ქართული ოცნება დამთავრდება. რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში ვერ იარსებებს. "ოცნება" არის რუსული მეთოდით მომუშავე", - ამბობს ჩიქოვანი.

კეზერაშილის ცოლის ძმა ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ამ დროისთვის აღიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.