ამირან სალუქვაძე სუსის განცხადებაზე: ეს არის პრევენციისთვის, რაც აბსოლუტურად სწორია ასეთ დროს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ესკალაციისკენ მიმართული განცხადებები, წამოცდენები და ქმედებები ოპოზიციის ლიდერების მხრიდან

ამირან სალუქვაძე სუსის განცხადებაზე: ეს არის პრევენციისთვის, რაც აბსოლუტურად სწორია ასეთ დროს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ესკალაციისკენ მიმართული განცხადებები, წამოცდენები და ქმედებები ოპოზიციის ლიდერების მხრიდან

ეს არის პრევენციისთვის, რაც აბსოლუტურად სწორია ასეთ დროს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ესკალაციისკენ მიმართული განცხადებები, წამოცდენები და ქმედებები ოპოზიციის ლიდერების მხრიდან,- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ამირან სალუქვაძე „დღის ქრონიკაში“ სუს-ის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაშიც ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი და ამის მიზანია ძალადობრივი სცენარების განვითარება.

„რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, პრინციპში ერთი მხრივ, ეს არის პრევენციისთვის, რაც აბსოლუტურად სწორია ასეთ დროს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ესკალაციისკენ მიმართული განცხადებები, წამოცდენები და ქმედებები ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. ერთ-ერთმა უკრაინელმა ექსპერტმა პირდაპირი პარალელებიც გაავლო - ამ აქციების მაიდანთან. პლუს, ტრიალებს ის ცნობილი, აკერმანის და ცნობილი პოლიტოლოგის ინსტრუქციები, 198 პუნქტისგან რომ შედგება. ყველაფერი სახეზეა, ზედაპირზეა. უნდა ითქვას, რომ ესეც არ არის ახალი, აქეთ მივდივართ დიდი ხანია. ჩანს, რომ გამარგინალებულ ოპოზიციას არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს და ერთადერთი მათი ხავსი, რომელსაც ეჭიდებიან, არის საპროტესტო აქციები. მათ სურთ, რომ როგორმე ამ აქციებით და პროვოკაციებით მოახდინონ ხელისუფლების დაზიანება, რეიტინგის შემცირება. ცდილობენ, რომ არჩევნებამდე წამოიკიდონ პროვოკაციაზე ხელისუფლება. წლებია, ეს გრძელდება და მერამდენე არჩევნებია, რაც ამაზე აკეთებენ აქცენტს“,- აღნიშნა სალუქვაძემ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მცდელობაზე შეინარჩუნოს საპროტესტო მუხტი.

„ოპოზიცია ცდილობს მუხტის შენარჩუნებას, რასაც პირველი აქციებიდან მუდმივად აცხადებენ. ცდილობენ, რომ ეს მუხტი არ დააგდონ, შეინარჩუნონ საპროტესტო მასა და ამით მიაღწიონ პოლიტიკურ მიზნებს. ამ პოლიტიკურ მიზნებზე და რა და როგორ გამოუვათ, ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი“,- განაცხადა სალუქვაძემ.