გიორგი ვოლსკი: მე ჩამოგითვლით ათეულ ნაბიჯს, რომელიც 2012 წლამდე გადადგა წინა ხელისუფლებამ და რომელიც ზუსტად, ერთი ერთში ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს

გიორგი ვოლსკი: მე ჩამოგითვლით ათეულ ნაბიჯს, რომელიც 2012 წლამდე გადადგა წინა ხელისუფლებამ და რომელიც ზუსტად, ერთი ერთში ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს

მე ჩამოგითვლით ათეულ ნაბიჯს, რომელიც 2012 წლამდე გადადგა წინა ხელისუფლებამ და რომელიც ზუსტად, ერთი ერთში ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი ვერ დაასახელებს 2012 წლის შემდეგ ვერც ერთ ნაბიჯს ან გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის ინტერესებს შეესაბამებოდა.

„მე კი ჩამოგითვლით ათეულ ნაბიჯს, რომელიც 2012 წლამდე გადადგა წინა ხელისუფლებამ, რომელიც ზუსტად, ერთი ერთში ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს და შედეგიც თვალწინ გვაქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათეულობით სამხედრო ობიექტია. ანაკლიიდან 4 კილომეტრშია ის სარაკეტო სისტემა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს. 700 მეტრშია ტანკი, რომელსაც შეუძლია, ესროლოს ნებისმიერ გამვლელს და ის ტექნიკა, რომელსაც შეუძლია, გადაკეტოს არა მარტო საგზაო ინფრასტრუქტურა, არამედ მილგაყვანილობა, რომელიც ემსახურება ევროპის გაზით მომარაგებას კასპიის რეგიონიდან. ხელში ჩაუგდეს რუსეთს ის რესურსი, რომლითაც შეუძლიათ, სიტუაციაზე დრამატულად იმოქმედონ. ეს არის ჩვენი საფრთხე. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ საქართველოში დესტაბილიზაციას ვინც ემსახურება, ის ემსახურება რუსეთის ინტერესს, პირდაპირი კორელაციაა”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.