გიორგი ვოლსკი: როდესაც ჩვენ ვამბობთ „არა რუსულ კანონს“, ამის უკან არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, კანონის პროექტი, სადაც არც პათოსით, არც რომელიმე წინადადებით, მინიშნებაც კი არაა იმ კანონზე, რომელიც რუსეთს აქვს

გიორგი ვოლსკი: როდესაც ჩვენ ვამბობთ „არა რუსულ კანონს“, ამის უკან არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, კანონის პროექტი, სადაც არც პათოსით, არც რომელიმე წინადადებით, მინიშნებაც კი არაა იმ კანონზე, რომელიც რუსეთს აქვს

როდესაც ჩვენ ვამბობთ „არა რუსულ კანონს“, ამის უკან არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, კანონის პროექტი, სადაც არც პათოსით, არც რომელიმე წინადადებით, მინიშნებაც კი არაა იმ კანონზე, რომელიც რუსეთს აქვს, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რუსეთში მოქმედი კანონი არის ხისტი და გულისხმობს სასჯელს იმ ფიზიკური პირისა და ორგანიზაციისთვის, რომელიც იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან და რომელიც დარეგისტრირების შემთხვევაშიც კი მაინც გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. არა მთლად ასეთივე, მაგრამ საკმაოდ ხისტია კანადური კანონპროექტი, საკმაოდ ხისტია ფრანგული კანონპროექტი, ევროპის რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობა და ძალიან ხისტია აშშ-ის კანონი, რომელიც ეხება პირებს და ორგანიზაციებს, აგენტებად მოიხსენიებს ყველას, ვინც იღებს დაკვეთას და თანხას საზღვარგარეთიდან.

რასაც მამუკა მდინარაძე ამბობს, ეს დასტურდება იმით, რომ ეს არ არის რუსული კანონი, არაფერი უგავს. იმაზე ლაპარაკი, რომ იცით რა, რუსეთიც ასე იწყებდა და მერე გადავიდა კონკრეტულ ქმედებებზე, ამას ძალიან მოკლედ ვუპასუხებ - რომელი ქმედება ან კანონი გახსოვთ 2012 წლიდან მოყოლებული ისეთი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება ოდნავ მაინც? იყო სამი საკითხი, რის გამოც ჩვენს ხელისუფლებას ედავებოდნენ რუსეთის გარკვეული ინტერესების გათვალისწინებაში. პირველი იყო ის, თითქოს საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, რაც არ დადასტურდა - ყველაზე კომპეტენტურმა სტრუქტურამ შეამოწმა და არ დადასტურდა. მეორე საკითხია ის, რომ სანქციების არ ვუწესებთ რუსეთს - ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ არ დავინგრეთ ეკონომიკურად და ფიზიკურად. მესამე თემაა ის, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები გაჰყვიროდნენ ხმამაღლა და დღესაც ამ აზრზე არიან, რომ ჩვენ სამხედრო დაპირისპირებაში უნდა შევიდეთ რუსეთთან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.