ამირან სალუქვაძე: ფარულ აუდიო ჩანაწერებში ახალი არაფერია. იმ გეგმების გამოაშკარავებაა, რასაც ლაპარაკობენ და პრინციპში არც საჯაროდ დაუმალავთ ბევრი რამ

ამირან სალუქვაძე: ფარულ აუდიო ჩანაწერებში ახალი არაფერია. იმ გეგმების გამოაშკარავებაა, რასაც ლაპარაკობენ და პრინციპში არც საჯაროდ დაუმალავთ ბევრი რამ

ექსპერტი ამირან სალუქვაძე „დღის ქრონიკაში“ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა.

„ნატა ფერაძე როდესაც არის დამაორგანიზებელი საპროტესტო აქციების, სრული კატასტროფაა. რაც შეეხება [ფარულ აუდიო] ჩანაწერებს, აქაც ახალი არაფერია. იმ გეგმების გამოაშკარავებაა, რასაც ლაპარაკობენ და პრინციპში არც საჯაროდ დაუმალავთ ბევრი რამ. სტუდიებში განიხილავენ ამ ყველაფერს. რაც შეეხება ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურ ტერორს, ვერ გავიმეორებ რაც ამ ჩანაწერებშია, სამარცხვინოა უბრალოდ“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

for.ge-მ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით. ასევე გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებს გეგმავენ.