ამირან სალუქვაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩაუვარდეს ხელში, ჩრდილოეთ კორეაა მოსალოდნელი, რომელ ევროპელობაზეა საუბარი?!

ამირან სალუქვაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩაუვარდეს ხელში, ჩრდილოეთ კორეაა მოსალოდნელი, რომელ ევროპელობაზეა საუბარი?!

[„ნაციონალურ მოძრაობას“]რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩაუვარდეთ ხელში, ჩრდილოეთ კორეაა მოსალოდნელი, რომელ ევროპელობაზეა საუბარი?! ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააქრეს მედია, გაანადგურეს ოპოზიცია, ამას სააკაშვილი თავად აღიარებს, აღიარებდა მაშინაც აღიარა წლების შემდეგაც, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან კარგად ხვდება საზოგადოება ვინ ვის აწებებს იარლიყს. ჯაფარიძე, ხოშტარია როდესაც სხვებს ეძახიან მონებს და იარლიყებს აწებებენ, უბრალოდ სასაცილოა. რაც შეეხება მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ დღევანდელ ინიციატივას, ეს არის ანტიდოტი იმ ძალადობის და ფსიქოლოგიური ტერორის, რასაც ახორციელებს დღევანდელი ოპოზიცია ყველა ერთად. იმ ტერორზე რასაც ახორციელებენ დაწყებული სპორტსმენებიდან, დამთავრებული ჩვეულებრივი მოქალაქეებით, ყველას სთხოვენ გამოხატონ ის აზრი, რომელიც მათთვის პოლიტიკურად მომგებიანია.

ოპოზიციაში მათ შორის მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ვგულისხმობ, მედიასაშუალებებს და ყველას, ვინც არის დარაზმული. ხომ წარმოგიდგენიათ, ამათ [„ნაციონალურ მოძრაობას“]რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩაუვარდეთ ხელში, ჩრდილოეთ კორეაა მოსალოდნელი, რომელ ევროპელობაზეა საუბარი?! ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააქრეს მედია, გაანადგურეს ოპოზიცია, ამას სააკაშვილი თავად აღიარებს, აღიარებდა მაშინაც, აღიარა წლების შემდეგაც. 2007 წლის შემდგომ პერიოდს ვგულისხმობ. ახლაც აკეთებენ იმავეს, ოღონდ ოპოზიციიდან. ამიტომ მოძალადე ადამიანები უნდა გამოვლინდნენ, მათაც უნდა იგრძნონ დისკომფორტი, რას ნიშნავს, როდესაც ახორციელებ ტერორს მოქალაქეებზე საკუთარი მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელით“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.