ირაკლი ზარქუა მონაცემთა ბაზის შექმნაზე: ბოლშევიკურ, რუსული ფულით დაფინანსებულ ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ. ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათი იდენტიფიცირება ხდება

ირაკლი ზარქუა მონაცემთა ბაზის შექმნაზე: ბოლშევიკურ, რუსული ფულით დაფინანსებულ ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ. ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათი იდენტიფიცირება ხდება

ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ჩვენს მოქალაქეებს აბულინგებს განსხვავებული აზრის გამო, იმათი იდენტიფიცირება ხდება, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატი მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფს, ეკლესიას უტევს, ვინც საჯაროდ გამოდის და [ხელისუფლების] დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები უნდა იყოს იდენტიფიცირებული. [მონაცემთა ბაზა] ბოლშევიკურ, რუსული ფულით დაფინანსებულ ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ. ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ჩვენს მოქალაქეებს აბულინგებს განსხვავებული აზრის გამო, იმათი იდენტიფიცირება ხდება“, - აღნიშნა ზარქუამ.

ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.