ზაალ ანჯაფარიძე: მზადება მიდის პროცესების

ზაალ ანჯაფარიძე: მზადება მიდის პროცესების "მაიდანიზაციისათვის” - ეს გახლავთ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც ვითომ უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს

აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების "მაიდანიზაციისათვის”, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის განცხადებას, სადაც საუბარია კონკრეტული პირების მიერ   სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები.

ექსპერტის თქმით, ეს გახლავთ სწორედ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

„აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების "მაიდანიზაციისათვის."

ეს გახლავთ სწორედ გარედან (ვიცით საიდანაც) შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

როგორც ერთხელ ითქვა: "ჭკუით ქართველებო!"“- წერს ანჯაფარიძე.