ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ვინც დასასჯელია და რამე დააშავა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე

ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ვინც დასასჯელია და რამე დააშავა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე

ლევან ნიკოლეიშვილი 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამ თემაზე ანალიტიკოსმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ვის ვის, და ამ ხელისუფლებას არ ჰქონია პრობლემა იმასთან, რომ სტრასბურგის რომელი გადაწყვეტილება არ შეესრულებინა და სათანადო ადგილი არ მიეჩინა. არაერთი შემთხვევა გვქონდა, რომ იქიდან ან გამამართლებელი განაჩენი მოვიდა ან გარკვეულწილად გამამტყუნებელი. მაგალითად, ადამიანები სამსახურში ჩვეულებრივად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე აღადგინეს. მე ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. თუკი ვინმე არის დამნაშავე, თუკი სტრასბურგმა ეს დაადგინა და შესაბამისი ორგანოები და ინსტიტუტები ამას ასევე სერიოზულად შეხედავენ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვინც დასასჯელია და რამე დააშავა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე“, - მიიჩნევს ნიკოლეიშვილი.

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.