რიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტის რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრია, არ არის სავალდებულო წევრი ქვეყნებისთვის

რიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტის რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრია, არ არის სავალდებულო წევრი ქვეყნებისთვის

აშკარაა, რომ ბრიუსელი არ არის სრულად ფოკუსირებული [საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე]. აპრილში, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს დასკვნები უკრაინისა და თურქეთის შესახებ. არცერთი სიტყვა საქართველოს შესახებ, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს.

„როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ლუქსემბურგში, საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ იყო. ლიეტუვამ და ხორვატიამ [საქართველოს საკითხი] შეხვედრის ბოლოს „სხვა საქმეების“ პუნქტის ქვეშ დააყენეს, მაგრამ რეალური გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. ევროპარლამენტის რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრია, არ არის სავალდებულო წევრი ქვეყნებისთვის“, - წერს იოზვიაკი.