ნიუ-იორკის მერი: დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას - რასაც ახლა ვხედავთ ჩვენი ახალგაზრდების რადიკალიზაციის მცდელობაა

ნიუ-იორკის მერი: დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას - რასაც ახლა ვხედავთ ჩვენი ახალგაზრდების რადიკალიზაციის მცდელობაა

ისრაელურ გამოცემა Arutz Sheva-სთან ინტერვიუში ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა უნივერსიტეტებში პროპალესტინელი სტუდენტების საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას.

„ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ პრინციპი, რომ დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, აუცილებელია, შევინარჩუნოთ კანონისა და წესრიგის ის დონე, რომლითაც ეს ქვეყანა ცნობილია“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა.

ნიუ-იორკის მერმა ასევე შეაქო ქალაქის პოლიცია და ხაზი გაუსვა მათ პროფესიონალიზმს.

„ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს უწოდებენ საუკეთესოს იმის გამო, თუ როგორ ასრულებენ ძალიან რთულ ოპერაციებს. ისინი წააწყდნენ ძალადობას და გაუმკლავდნენ მას იმ დონის პროფესიონალიზმით, რომელსაც მათგან ველით“, - განაცხადა ერიკ ადამსმა.

„პროტესტის უფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ ჩვენი ახალგაზრდების რადიკალიზაციის მცდელობაა“, - დასძინა მან.

ლაზი რასაც ეს კაცი ამბობს, იმ მილერს არ გაუგია? აქ რომ მორბის ჩვენი საქმეების გასარჩევად, ამ კაცს გასცა პასუხი?
ძალადობენ, ქვაფენილს შლიან და პოლიციას ესვრიან. პარლამენტის მინებს ამსხვრევენ და ჭიშკარს ეჯაჯგურებიან (კომუნისტების დროინდელია თორემ, ახალი რომ იყოს უკვე ჩამოიღებდნენ), კამერებს ამტვრევენ. პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან და ცოცხლად დასაწვავად იმეტებენ. ესენი გმირები არიანო პრეზიდენტმა. იმათ კიდევ, მე რომ კანონი მაქვს შენთვის მისი მიღება არ შეიძლებაო. ამნაირი ორმაგი სტანდარტი გაგონილა?
ელჩები სახელმწიფოს საქმებში კი არ ერევიან, მართვას ცდილობენ დაუფარავად. ასეთ რამეს, ცეკას მოსკოვიდან დანიშნული, მეორე მდივნებიც ვერ ბედავდნენ.
ამისთვის იბრძოდა კოსტავა და გამსახურდია? ამისთვის დავანგრიეთ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემები? ოტია იოსელიანი ამაზე იტყოდა - ეს რა უბედურებაა კაცო! ამ ერთ ციდა ქვეყანაში 20 000 ათასი ენჯეო რას აკეთებს, იცის ვინმემ?
1 კვირის უკან