გიორგი ვოლსკი: აქცია გულწრფელი ადამიანების რესურსით მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას გაეხსნას გზა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად

გიორგი ვოლსკი: აქცია გულწრფელი ადამიანების რესურსით მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას გაეხსნას გზა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად

აქცია გულწრფელი ადამიანების რესურსით მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას გაეხსნას გზა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, - „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

„არ აქვთ დღეს ეს რესურსი ხელში რომ განავითარონ, აწამონ, დახოცონ და იმ რესურსით სარგებლობენ, რასაც ახალგაზრდული გულწრფელი დამოკიდებულება ჰქვია. თავად გეგმავენ, ამ აქციების უკან, მშვიდობიანი მოქმედებების უკან მიმდინარეობს ეს ბნელი პროცესი, რომელიც ყველასთვის ცნობილი არ არის და ზუსტად შეესაბამება იმ სახელმძღვანელოებში ჩამოყალიბებულ სტრატეგიას, რომლის წასაკითხადაც ამ სტრატეგიის ავტორი ახლახან იყო საქართველოში ჩამოსული“, - აღნიშნაა ვოლსკიმ.