ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა

ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა "რუსულს" იტყოდა, როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს

მათი "არგუმენტი" იყო, ეს არის რუსული კანონი, რუსულში ასე წერია, თქვენთანაც ასე ხომ არ წერია, ანუ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა "რუსულს" იტყოდა, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების რეაქციას.

მისი განცხადებით, ერთადერთი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის მიხედვით ევალებათ, არის ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსება, თუმცა, ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ გარკვეული თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და კანონის მოწინააღმდეგეები გადაფარებული არიან შავ ფულს. 

"ერთადერთი, რაც ამ ორგანიზაციებს ევალებათ, ეს არის ყოველწლიურად, მომდევნო წელს წინა წლის, საფინანსო დეკლარაციის შედგენა, რა თანხები მიიღეს, მიზნობრიობა როგორი იყო, რაში დაიხარჯა კონკრეტულად. შემოსულა ჩვენს ქვეყანაში თანხები, რომლებიც დახარჯულა არამიზნობრივად და როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს." - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Aburjga Tasmanieli რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს ამაში არც ერთ ჭკუათმყოფელს ეჭვი არ ეპარება! მათ შორის ყველაზე კარგად ეს იციან სწორედ იმ გადაფარებულ-გადაჭიმულებმა! ეს შავი ფული იმათი დედის რძეა და ეს არასამთავრობები იმათი დედიდის ძუძუებია! არც არის გასაკვირი, სწორედ ამ გადაგვარებულების გამოსაზრდელად ხარჯავენ ის დონორები ამ მილიონებს! აგერ 6 მილიარდიც კი დაგვითვალეს!!! არც ის მიკვირს ვიღაც ადამიანები მათ მხარს რომ უჭერენ. ეს ის ადამიანებია ვინც დღეს ფინჩხებით იკვებება და სუფრასთან ადგილის გათავისუფლებას ელოდება, მაგრამ ეს სტუდენტობა (ახალგაზრდობა) ასე ძლიერ, ბოლომდე როგორ გამოთაყვანდა?! თუმცა ესესც აღარ მიკვირს!
1 კვირის უკან