ანრი ოხანაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონით ერთადერთი, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ევალებათ, ეს არის ყოველწლიურად, წინა წლის საფინანსო დეკლარაციის შედგენა, რა თანხები მიიღეს, როგორი იყო მიზნობრიობა, რაში დაიხარჯა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონში რუსული არაფერია.

როგორც „ქრონიკასთან“ დეპუტატმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებენ, როგორც ჩანს, შავ ფულს ეფარებიან.

„მათი [კანონის მოწინააღმდეგეების] „არგუმენტი“ იყო, რომ ეს არის რუსული კანონი. ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვას „რუსულს“ იტყოდა. ერთადერთი, რაც ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციებს ევალებათ, ეს არის ყოველწლიურად, წინა წლის საფინანსო დეკლარაციის შედგენა, რა თანხები მიიღეს, როგორი იყო მიზნობრიობა, რაში დაიხარჯა კონკრეტულად. ჩვენს ქვეყანაში შემოსულა თანხები, რომელიც არამიზნობრივად დახარჯულა. როგორც ჩანს, ეს ხალხი [კანონის მოწინააღმდეგეები] გადაფარებულია შავ ფულს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით 13 მაისის კვირაში განიხილავს.