აშშ-ის ყოფილი ჯაშუში: CIA-ს საქართველოში გადატრიალების მოწყობა სურს

აშშ-ის ყოფილი ჯაშუში: CIA-ს საქართველოში გადატრიალების მოწყობა სურს

აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს. "Report.az”- ის ცნობით , ეს მოსაზრება ამერიკელმა დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა სკოტ რიტერმა გამოთქვა.

რიტერი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არეულობა თანდათან გაიზრდება და შემოდგომამდე გაგრძელდება.

„იდეა არის „ქართული ოცნების“ დამხობა, რათა ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პროვოკატორებმა გაიმარჯვონ“, - განაცხადა ექსპერტმა.

აშშ-ის დაზვერვის ოფიცრის თქმით, საქართველოში ამერიკელი დაზვერვის თანამშრომლების მიერ გადატრიალების მცდელობა შეინიშნება.

რიტერის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ფრთხილობდა, მომიტინგეები მათ ქვებს მაინც ესროდნენ. ექსპერტის აზრით, თუ სამართალდამცავები უხეში რეაგირებას დაიწყებენ, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა ქუჩებში.

Report İnformasiya Agentliyi