ირაკლი ქადაგიშვილი: ბოლო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, საქართველოში არაკონსტიტუციური პროცესების ხელშეწყობას მისცეს მაქსიმალური გასაქანი, მისი ყველა გზავნილი აქეთკენაა მიმართული

ირაკლი ქადაგიშვილი: ბოლო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, საქართველოში არაკონსტიტუციური პროცესების ხელშეწყობას მისცეს მაქსიმალური გასაქანი, მისი ყველა გზავნილი აქეთკენაა მიმართული

დღეს და ამ ბოლო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, საქართველოში არაკონსტიტუციური პროცესების ხელშეწყობას მისცეს მაქსიმალური გასაქანი, მისი ყველა გზავნილი აქეთკენაა მიმართული, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდების ენერგია საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

„ეს ადამიანი დიდი ხანია, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსულია, ჩვეულებრივი რიგითი, კოლექტიური ომისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, რომელიც მაქსიმალურად პედალირებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური ვითარება შეიქმნას, სიტუაციის ესკალაცია მოხდეს, ის არასდროს შევა კონკრეტულ მსჯელობაში, თუ რატომ არის კანონი რუსული. არა რუსულ კანონს, კი - ქართულ კანონს, ეს არის ჩვენი პასუხი. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდების ენერგია იქნება, თუ რაც იქნება, საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, ყველგან ილაპარაკებს ყველაფერს იმისათვის, რომ როგორმე ამ ქვეყანაში არაკონსტიტუციური პროცესები განავითაროს. ანალოგიურს იზამს ელჩებთანაც ამ ურთიერთობაში. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ორმაგი სტანდარტი საზოგადოებისთვის უკვე ნათლად არის თვალშისაცემი. ჩვენ ვუყურებთ როგორ მოქმედებს ჩვენი პოლიცია და როგორ მოქმედებს, ევროპაში, აშშ-ში სამართალდამცავი ორგანოები სხვადასხვა ტიპის მიტინგების დაშლის დროს. ვხედავთ, რომ ჩვენი ქმედებები გაცილებით უფრო ზომიერია და კანონის ჩარჩოებში ჯდება, ვიდრე მაგალითად, ის, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში აშშ-ში, პირდაპირ შტურმით ხდება სტუდენტური ქალაქების აღება, პირდაპირ დამიზნებით ხდება რეზინის ტყვიების სროლა, დაახლოებით, 2 500 სტუდენტია ამჟამად აშშ-ში დაკავებული, კარგად ვუყურებდით იგივე საფრანგეთში როგორ ხდებოდა სოციალური მოტივაციით დაწყებული გამოსვლების დარბევა, ათეულობით ადამიანია იქაც ციხეებში განმწესებული. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტი, ორმაგი მიდგომა საზოგადოებისთვის თვალშისაცემია, ნათელია და ასეთი დამოკიდებულებით პირიქით, უფრო აზიანებენ ხალხში რა აღქმაც ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას გააჩნია ევროპასთან, დასავლურ ცივილიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ამას ვეუბნებით დასავლეთს, ორმაგი სტანდარტებით საქართველოსთან ურთიერთობა არ შეიძლება, ურთიერთობა უნდა იყოს, ღია, ნათელი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.