თინა ბოკუჩავა: დადგა დრო, როდესაც ყველა პოლიტიკოსმა და პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და მოქალაქეებს, მთელს მსოფლიოს სიმართლე უთხრას - ყველას ვალია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

თინა ბოკუჩავა: დადგა დრო, როდესაც ყველა პოლიტიკოსმა და პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და მოქალაქეებს, მთელს მსოფლიოს სიმართლე უთხრას - ყველას ვალია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

დადგა სიმართლის დრო, როდესაც ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსმა და საქართველოს პრეზიდენტმა, უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და უთხრას სიმართლე საქართველოს მოქალაქეებს და მთელს მსოფლიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ყველას ვალია „დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დადგა სიმართლის დრო, როდესაც ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსმა და საქართველოს პრეზიდენტმა, უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური გამბედაობა და უთხრას სიმართლე საქართველოს მოქალაქეებს და მთელს მსოფლიოს. ძალიან ვაფასებ იმ სიცხადეს, რომელიც ახლა არსებობს სრულ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოში, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ართმევს ევროპულ მომავალს. ჩვენი ვალია თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკოსის თუ რიგითი მოქალაქის, ახალგაზრდის თუ სხვა თაობის წარმომადგენლის , რითაც შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.