მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად

რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ამ განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დაზუსტება მოითხოვა.

„თქვენ რაც გაწუხებთ, იმასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს - არსად გვეჩქარება. ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით. დღეს ალბათ არ მოესწრება. გაყრა თქვენს გამო იყო, დღესაც გაგყრიან თუ ისე მოიქეცით, გუშინ როგორც იქცეოდით. ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა, გასაყრელები გაყარეს გუშინ. თუ მაგაზე გინდოდათ დისკუსიაში შემოსვლა, შემოვედი მეც და თუ პროცედურაზე გაინტერესებთ, არსად გვეჩქარება. არც გუშინ გვეჩქარებოდა, მაგრამ თქვენ მოიქეცით ისე, რომ დარჩით გარეთ. შესაბამისად ამისა, არსად გვეჩქარება, შეიძლება დასჭირდეს სამი დღეც, არანაირი პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ხატია დეკანოიძეს.