მაია ბითაძე ოპოზიციას: შეეშვით ადამიანების ბულინგს. ამ ქვეყანას ერთხელ გადატანილი აქვს უკვე ურთიერთდაპირისპირება და მეორედ ამის უფლებას არ მოგცემთ

მაია ბითაძე ოპოზიციას: შეეშვით ადამიანების ბულინგს. ამ ქვეყანას ერთხელ გადატანილი აქვს უკვე ურთიერთდაპირისპირება და მეორედ ამის უფლებას არ მოგცემთ

მოსახლეობას მივმართავ - შეეცადეთ, რომ შეიყვაროთ ერთმანეთი, შეეშვათ ერთმანეთის სტიგმატიზაციას. ჩვენს ოპოზიციას მივმართავ, რომ თავი დაანებონ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ, - აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ამასთან, მაია ბითაძემ ოპოზიციას მოუწოდა შეეშვან ადამიანების ბულინგს.

„ამ ქვეყანას ერთხელ გადატანილი აქვს უკვე ურთიერთდაპირისპირება და მეორეჯერ ამის უფლებას არ მოგცემთ.

ერთადერთს, რასაც მე არ ვპატიობ, მათ შორის, ჩემს თავს და არ ვპატიობ, მათ შორის, ჩემს გუნდს, არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდების, ასე ვთქვათ, ცნობიერებამდე უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეტანა რას ნიშნავს პატრიოტიზმი და რას ნიშნავს იყო ევროკავშირის თანასწორუფლებიანი წევრი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.