„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა წერილი, სადაც მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. რა წერია დოკუმენტში

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა წერილი, სადაც მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. რა წერია დოკუმენტში

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა წერილი, სადაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სამართლებრივ ბრძოლას წყვეტს.

„ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ამ გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ გააგრძელოს წარმოება სასამართლოში 2023 წლის 12 მაისს წარდგენილ ბრალდებებზე. თუმცა, განმცხადებელი იტოვებს უფლებას, სასამართლოში ახალი განცხადება წარადგინოს, თუ მისი პატიმრობის, ან სამედიცინო მკურნალობის პირობებში რაიმე უარყოფითად შეიცვლება“, - აღნიშნულია წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმე სააკაშვილმა შეწყვიტა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით შევიდა.