გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: გაატყავა ბიზნესი, მათრახით შერეკა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგებში, წაართვა ფული, დაჩაგრა და ძალიან ბევრი დაიჭირა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: გაატყავა ბიზნესი, მათრახით შერეკა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგებში, წაართვა ფული, დაჩაგრა და ძალიან ბევრი დაიჭირა

დღეს ძალა არ აქვთ და იმ ბიზნესმენებს ამუნათებენ, ვისაც მოსწონს ბიზნესგარემო, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმ ბიზნესმენების გაკრიტიკების შესახებ, რომლებმაც ღიად გამოხატეს საკუთარი პოზიცია.

„ყველა მათ გამოსვლაში, ამ სახალხო მოძრაობის შეფასებაში, ადამიანების მიმართ პოზიციის ასეთ ბოროტ გამოხატულებაში, რასაკვირველია, იგრძნობა არსი, შინაარსი ამ პოლიტიკური ძალის - ვინც გაატყავა ბიზნესი და მათრახით შერეკა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგებში, წაართვა ფული, დაჩაგრა და ძალიან ბევრი დაიჭირა. დღეს ძალა არ აქვთ და იმ ბიზნესმენებს ამუნათებენ, ვისაც მოსწონს ბიზნესგარემო. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პერიოდში არასდროს არც ერთი ბიზნესმენი არ დაჩაგრულა თავისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.