გიორგი გამსახურდია: გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯარისკაცებმა სალამი არ მისცესო. ეგრეა, უღირსი ადამიანი ოდითგან სალამს არ იმსახურებდა

გიორგი გამსახურდია: გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯარისკაცებმა სალამი არ მისცესო. ეგრეა, უღირსი ადამიანი ოდითგან სალამს არ იმსახურებდა

სოც.მედიის საშუალებით გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯარისკაცებმა სალამი არ მისცესო. ეგრეა, უღირსი ადამიანი ოდითგან სალამს არ იმსახურებდა. მითუმეტეს, ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების მხრიდან, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია Facebook-ზე წერს.

„უღირსობასთან ერთად, დაუნახავიც გახლავთ ქალბატონი სალომე. თუ ვის, მე კარგად მახსოვს ის გაწეული შრომა, რაც მაშინ მმართველმა პარტიამ გასწია. ერთ პატარა დეტალს გავიხსენებ; პირადად მე, იმ დროს მაღალი სიცხეები მქონდა და ფეხით დავდიოდი მთელ სამეგრელოში, რომ მისი არჩევის შინაარსი ხალხზე ამეხსნა. აბსოლუტურად ყველას მხრიდან მისდამი აგრესია იყო, გახსოვთ, მისი 90-იან წლებში პოზიციიდან გამომდინარე სადაც პუტჩისტებს ხოტბას ასხამდა. ერთ დღეს კიდევ, სასტუმროში მოსულს, ერთი ჩემი ძველი, ზვიადის მომხრე „ნაცი“ მეგობარი შემხვდა და მითხრა: ეჰ გამსა, ჯერ კიდევ არ იცით, რა შარში ყოფთ თავსო. რას ვიფიქრებდი, იმ ადამიანს თუ დავეთანხმებოდი, მაგრამ სწავლა სიბერემდეო“, - წერს გამსახურდია.