დავით მათიკაშვილი: გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო სრულიად საქართველო, მათ წინაშე წარსდგა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელ მსოფლიოს აუწყა ჩვენი ქვეყნის მიზნები, ესაა ღირსებით, დამოუკიდებელი საქართველოთი შესვლა ევროკავშირში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო სრულიად საქართველო, ორასი ათასზე მეტი ადამიანი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელ მსოფლიოს აუწყა ქვეყნის მიზნები.

„გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო სრულიად საქართველო, ორასი ათასზე მეტი ადამიანი. მათ წინაშე წარსდგა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელ მსოფლიოს აუწყა ჩვენი ქვეყნის მიზნები, ეს არის ქვეყნის ერთიანობა, ღირსებით, დამოუკიდებელი საქართველოთი შესვლა ევროკავშირში. ღირსებით გავლა იმ მნიშვნელოვანი გზის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. არა ცალ ფეხზე დგომით, არა აგენტურის მმართველობით, არა დაფარული და მიჩქმალული შემოსავლებით, არამედ ღიაობით, გამჭვირვალობით ქვეყნის განვითარება, რაც არის ევროპული განვითარების ერთადერთი საშუალება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.