შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოო განაჩენს გამოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“, არც საქართველოს ხელისუფლება აპირებს, შეეგუოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარედან სულის ბერვას

შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოო განაჩენს გამოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“, არც საქართველოს ხელისუფლება აპირებს, შეეგუოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარედან სულის ბერვას

მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოლიტიკური სამსჯავრო, რომლითაც რამდენჯერმე ქართველმა ხალხმა თავისი განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ვხედავდით, რომ ყოველ ჯერზე ამ ჩაფერფლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ სულს უბერავენ გარედან, რომ როგორმე გააღვივონ ის ღვარძლის ცეცხლი, რომელიც მათში არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როცა ისეთ რეზოლუციებს იღებს ევროპარლამენტი, როგორიც 25 აპრილს მიიღეს, სწორედ ამით აცოცხლებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„დღეს შევიტყვეთ, რომ თავად მიხეილ სააკაშვილს თურმე 18 აპრილს მიუმართავს სტრასბურგისთვის, რომ მას აღარ აქვს პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, არ სურს, რომ ამ მხრივ გაგრძელდეს სასამართლო, არადა 18-ში მიუმართავს და 25-ში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაწერა ის სამარცხვინო წინადადება, რომ საქართველომ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და გაუშვას ქვეყნის გარეთ. ასეთ სამარცხვინო რეზოლუციებს როცა იღებს ევროპარლამენტი, ეს არის, რაც უბერავს სულს იმ ჩაფერფლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცოცხლებს ეს ბოლო ერთი ათეული წელია, ამაზეა საუბარი, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოო განაჩენს გამოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც საქართველოს ხელისუფლება აპირებს, შეეგუოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარედან სულის ბერვას და მისი ჩაფერფლილი ბუნების გაღვივებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.