პრემიერი: საზოგადოებამ უნდა ნახოს, რისთვის და რამდენით აფინანსებდა EED „სირცხვილიას“, რომლის სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი. რატომ შეიძლება ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას?

პრემიერი: საზოგადოებამ უნდა ნახოს, რისთვის და რამდენით აფინანსებდა EED „სირცხვილიას“, რომლის სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი. რატომ შეიძლება ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას?

საზოგადოებამ უნდა ნახოს, რისთვის და რამდენით აფინანსებდა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ მოძრაობა „სირცხვილიას“, რომლის სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი. რატომ შეიძლება ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას? - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვები, მაგრამ ეს ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ „სირცხვილიასთან“ დაკავშირებით, საკმარისი არ არის.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“ და ა.შ. გასაგებია, რომ დისკომფორტს უქმნის კონკრეტულ დონორებს ეს გამჭვირვალობა, მაგრამ გამჭვირვალობა ყოველთვის არის დაკავშირებული დისკომფორტთან, თუმცა ისინი უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას და გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს მოსდგამს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ სწორედ ამ კლასიკურ ევროპულ სტანდარტს და არა იმას, თუ რას გვეუბნება კუბილიუსი, შაჰინი თუ რომელიმე სხვა უცხოელი პოლიტიკოსი“, - აღნიშნა კობახიძემ.