თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია იმართება

თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია იმართება

თბილისში, ვაკის პარკში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორები არიან ნატა ფერაძე, მოძრაობები „ტალღა“, „ჯიუტი“, „კარი“, ასევე „ფემინა“.

ვაკის პარკიდან აქციის მონაწილეები ბანერით „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ მსვლელობას მართავენ.

მათ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.