ლევან დავითაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ ღირსება, სუვერენიტეტი და ფუნდამენტური ღირებულებები

ლევან დავითაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ ღირსება, სუვერენიტეტი და ფუნდამენტური ღირებულებები

დღეს რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე შეიკრიბა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს, ეს არის - ენა, მამული, სარწმუნოება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება შეძლებს ქვეყნის განვითარებას იმგვარად, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ღირსება, სუვერენიტეტი და ფუნდამენტური ღირებულებები.

„ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ გვინდა სტაბილური განვითარება და ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა იმ პოლიტიკაში, რომელიც ქვეყნის მომავალს და განვითარებას უკავშირდება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ხშირად სპეკულაციის საგანია. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ყველაზე დიდი პროგრესი გვქონდა ევროინტეგრაციის, ასევე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით და ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ შევძლებთ ამ სტაბილური კურსის გაგრძელებას, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ ღირსება, სუვერენიტეტი და ფუნდამენტური ღირებულებები, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სამწუხაროდ ამ პროცესების გარშემო ბევრი სპეკულაციაა. არ ხდება ფუნდამენტური შეფასება, არგუმენტის გარშემო მსჯელობა და გვაქვს სპეკულაციები პოლიტიკური ძალების მხრიდან, რასაც რა თქმა უნდა არ მოაქვს დადებითი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად დგომა შეგვიძლია და ერთობით ყველაფერს მივაღწევთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.