ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარებას შესაძლებლობა შეინარჩუნოს

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარებას შესაძლებლობა შეინარჩუნოს

ჩვენი სათქმელი არის ერთი და უმთავრესი, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარებას შესაძლებლობა შეინარჩუნოს. შეინარჩუნოს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის მთავარი საუნჯე, რომელზეც დგას ჩვენი იდენტობა - ენა, მამული, სარწმუნოება და ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებების ირგვლივ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ დღევანდელ სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

„ზუსტად ასეთი თანმიმდევრული ნაბიჯებით, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც სასიკეთო იქნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის - ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა ჩიქოვანმა.