პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, შვილი ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობაში მონაწილეობს.
როგორც ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.
„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭიროს“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.