გია ცაგარეიშვილი „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“: უამრავი, ათიათასობით ადამიანი აპირებს თბილისის ქუჩებში გამოსვლას

გია ცაგარეიშვილი „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“: უამრავი, ათიათასობით ადამიანი აპირებს თბილისის ქუჩებში გამოსვლას

უამრავი, ათიათასობით ადამიანი აპირებს თბილისის ქუჩებში გამოსვლას, როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ ადამიანები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„შეიკრიბებიან მშვიდად და ჩვენ მთელი საღამო გვექნება იმისთვის, რომ მათთან ურთიერთობით კიდევ ერთხელ კარგად განვუმარტოთ, არა მხოლოდ იქ შეკრებულ საზოგადოებას, არამედ მათ შორის ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც, რეალურად რას ემსახურება „გამჭვირვალეობის კანონი“. იქნება ბევრი გამომსვლელი, მათ შორის ბუნებრივია იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ჩვენ ჩვენს შეხედულებებს ამ კანონპროექტთან და ზოგადად ქვეყნის ვითარებასთან დაკავშირებით, იქ შეკრებულ საზოგადოებას მოვახსენებთ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

დღეს, რუსთაველზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება.