ზურა ხაჩიძე: ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას

ზურა ხაჩიძე: ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას

დღევანდელმა პროვოკაციამ გამოიწვია საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, არავის სძინავს დღეს საქართველოში. ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას, იცავს კონსტიტუციას, კანონს ჩვენი პოლიცია, - ამის შესახებ მუსიკოსმა ზურა ხაჩიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ხვალინდელი სახალხო შეკრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა

„ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი შეკრება. ამ პასუხისმგებლობას გრძნობს ყველა ქართველი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისე როგორც არასდროს, დღეს დგას ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისა და მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, ჩვენი სიტყვა უნდა გავაგონოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე ცოტა ზევიდან გვიყურებდნენ, როგორც დაბალი დონის ქვეყანას“, - განაცხადა ხაჩიძემ.