„იმედის“ ჟურნალისტი, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი

„იმედის“ ჟურნალისტი, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი

„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი. ის იმ დროს დაშავდა, როდესაც აქციის მონაწილეების მიერ რკინის ჯებირის გარღვევის გაშუქებას ცდილობდა.

„იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აქციის მონაწილეები აგრესიას იჩენდნენ. ჟურნალისტი უსაფრთხო ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიყვანეს. თუმცა, აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და ის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ წუთებში დაძაბულობაა ჭიჭინაძის ქუჩაზე. პარლამენტის წინ ცოტა ხნის წინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. დაკავება ადმინისტრაციული წესით განხორციელდა.