მაკრონი: ევროპა უფრო ძლიერი უნდა იყოს, ევროპა არ უნდა იყოს აშშ-ის ვასალი

მაკრონი: ევროპა უფრო ძლიერი უნდა იყოს, ევროპა არ უნდა იყოს აშშ-ის ვასალი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს ხაზი გაუსვა უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი ევროკავშირის აუცილებლობას და განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება უფრო საიმედო თავდაცვის პოლიტიკა, რათა წინ აღუდგეს რუსეთს და არ იყოს შეერთებული შტატების სტრატეგიული ვასალი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

„ჩვენი ევროპა, დღეს, მოკვდავია და მას შეუძლია მოკვდეს. მას შეუძლია მოკვდეს და ეს მხოლოდ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის არასოდეს იქნება შეერთებული შტატების ვასალი, როდესაც ის მსოფლიოს სხვა რეგიონებს ელაპარაკება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა