კლერ დეილი: თქვენ არ უნდა შეწუხდეთ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გამო, აქ ძალიან ბევრი ადამიანია ჭკუიდან გადასული. შემდეგ კვირებში იქნება არჩევნები და ცვლილებებიც

კლერ დეილი: თქვენ არ უნდა შეწუხდეთ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გამო, აქ ძალიან ბევრი ადამიანია ჭკუიდან გადასული. შემდეგ კვირებში იქნება არჩევნები და ცვლილებებიც

იდეა, რომ თქვენ თავი უნდა დახაროთ, დაგმოთ საკუთარი სუვერენიტეტი, სანამ შეგიშვებენ ევროპულ კლუბში, ჩემი აზრით, არის სამარცხვინო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კლერ დეილიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ევროპარლამენტში ძალიან ბევრი „ჭკუიდან“ გადასული ადამიანია. დეილიმ აღნიშნა ისიც, რომ სულ რამდენიმე კვირაში იქნება არჩევნები, რომელსაც ცვლილებები მოჰყვება.

„მე ვფიქრობ, რომ მიმდინარეობს ძალიან საშიში თამაში იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია საქართველოს მოსახლეობის ინტეგრაცია. მე მცირე ქვეყნიდან ვარ წარმოშობით, მაგრამ ის პრობლემები, რომელსაც ჩვენი ხალხი, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოსახლეობა აწყდება, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ჰგავს საქართველოს მოსახლეობის პრობლემებს. იდეა, რომ თქვენ თავი უნდა დახაროთ, დაგმოთ საკუთარი სუვერენიტეტი, სანამ შეგიშვებენ ევროპულ კლუბში, ჩემი აზრით, არის სასირცხვილო. თუ საქართველოს მოსახლეობას სურს, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ, მათ უნდა მისცენ ამის ნება, მაგრამ ეს ვერ მოხდება ჯოხის აქნევით და ვერ გააუმჯობესებს ცხოვრებას ერთი ხელის მოსმით. საქართველოში ცხოვრება გაუმჯობესდება მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა თვითონ დაორგანიზდება. ეს დაორგანიზება უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის და არა იმ სხვა ქვეყნების მხრიდან, რომელსაც აფინანსებენ უცხოეთისგან და საკუთარი ინტერესები გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობას მიეცეს უფლება გადაწყვიტოს ის, რაც მათ სურთ. თქვენ არ უნდა შეწუხდეთ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ძალიან ბევრი ადამიანია აქ ჭკუიდან გადასული და შემდეგ კვირებში იქნება არჩევნები და ცვლილებებიც“, - აღნიშნა კლერ დეილიმ.