საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარის გადაცემის შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოლო წლებში ფეხბურთის მიმართ არსებულ მხარდაჭერასა და დამოკიდებულებას.
„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება. ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის მათი საქმე - ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და გაახარონ ჩვენი ქვეყანა. მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“. ცხადია, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია. დარწმუნებული ვარ, ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ღირსეულად ვითამაშოთ. ამისთვის ყველანაირი მზადება მიმდინარეობს“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.