მამუკა მდინარაძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ევროპელმა წარმომადგენელმა ევროდირექტივას პრორუსული ინიციატივა უწოდა - რაც არ მოსწონთ ყველაფერს პრორუსულს ეძახიან

მამუკა მდინარაძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ევროპელმა წარმომადგენელმა ევროდირექტივას პრორუსული ინიციატივა უწოდა - რაც არ მოსწონთ ყველაფერს პრორუსულს ეძახიან

რაც არ მოგწონთ, ყველას და ყველაფერს პრორუსს ეძახით და ამასობაში ქართულ საქმეს არქმევთ რუსულს, ეს არის მთავარი პრობლემა. დღემდე ერთი არგუმენტი არ გაქვთ, რატომ შეიძლება ცუდი იყოს გამჭვირვალობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

„იცით რომ, საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროპელმა წარმომადგენელმა, ევროდირექტივას, რომელიც ევროპარლამენტში დაინიცირდა უცხოური ძალის წარმომადგენლეობასთან დაკავშირებით პრორუსული ინიციატივა უწოდა?! რაც არ მოსწონთ ყველაფერ ეძახიან პრორუსულს. ანუ, პრორუსული საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელმა, ქართულ კანონს კი არა, ევროდირექტივას უწოდა პრორუსული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.